სახელოვნებო სფეროში მუშათა კლასის წარმომადგენელთა შემცირება

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მუშათა კლასიდან გამოსული მუსიკოსების, მწერლებისა და მსახიობების პროპორცია 1970-იან წლებთან შედარებით განახევრდა.

როგორც ახალი კვლევის შედეგბით ირკვევა, მუშათა კლასის წარმომადგენელი მსახიობების, მუსიკოსებისა და მწერლების პროცენტული ფარდობა 1970-იან წლებთან შედარებით განახევრდა.

[დიდი ბრიტანეთის] სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე 1953-1962 წლებში დაბადებულ ადამიანთა 16.4% მუშათა კლასის ოჯახებიდან იყო გამოსული, ოთხი ათეული წლის შემდეგ ეს რიცხვი 7.9%-მდეა შემცირებული.

ედინბურგის, მანჩესტერისა და შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჟურნალ „სოციოლოგიაში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ზოგადად მცირდება მუშათა კლასის წარმომადგენელთა რიცხვიც. თუ 1981 წელს იმ ადამიანთა რიცხი, ვისი მშობლებიც მუშათა კლასს მიეკუთვნებოდნენ, სამუშაო ძალის 37%-ს შეადგენდა, 2011 წლისთვის ეს რიცხვიც 21%-მდე შემცირდა.

შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად მცდელობებისა, სახელოვნებო სფეროში მეტი ღიაობისა და მრავალფეროვნების მიღწევა ვერ მოხერხდა – მანამდე სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ოჯახებიდან იყვნენ, მუშათა კლასის წარმომადგენლებთან შედარებით შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმის ოთხჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ.

შესაბამისად სულ უფრო მცირდება იმ რეჟისორთა, მწერალთა და მუსიკოსთა რიცხვი, ვისაც საკუთარ ნაწარმოებებში მუშათა კლასის ოჯახებში აღზრდის გამოცდილების აღწერა და გადმოცემა შეუძლია, რაც არაერთ ავტორს შემაშფოთებლად მიაჩნია. მათი ისტორიები ან სრულიად განიდევნება კულტურული სივრციდან ან „სიღარიბის პორნოგრაფიის“ ჟანრამდე დაიყვანება.

„ამგვარი კლასობრივი დისბალანსი დიდი ხანია არსებობს.“ – ამბობს დეივ ობრაიანი, შეფილდის უნივერსიტეტის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მართვის პროგრამის პროფესორი, ვინც ასევე ერთ-ერთი კვლევის ავტორია.

„აშკარაა, რომ მოსამზადებელი კურსების შექმნაზე უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ვხედავთ, რომ საქმე დიდ სოციალურ პრობლემასთან გვაქვს, რასაც მხოლოდ BBC და სახელოვნებო საბჭო ვერ მოაგვარებს.“

მუშათა კლასის წარმომადგენელთათვის შემოქმედებით სფეროში კარიერის აწყობა რომ უფრო რთული გახდა, ბოლო წლებში არაერთხელ აღნიშნეს ისეთმა მსახიობებმაც, როგორებიც მაიკლ შინი, კრისტოფერ ეკლესტონი, ჯული ჰესმონდჰალში და ჯული ვოლტერსი არიან.

თუმცა ობრაიანის თქმით, რეალობა უფრო კომპლექსურია. „დღეს საქმე გვაქვს ბრიტანულ საზოგადოებაში მიმდინარე გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებთან. სულ უფრო მცირდება მაღარაოლებისა და ზოგადად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიზიკურ შრომას ეწევა, შესაბამისად გაცილებით ნაკლები ადამიანი გამოდის მუშათა კლასის ოჯახებიდან. ამიტომ სახელოვნებო სფეროში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავადაც კი, ძველი მდგომარეობის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთულდება.“

მაგრამ ობრაიანი იმასაც აღნიშნავს, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელთა რაოდენობის შემცირებას სხვა არაერთი შემაშფოთებელი შედეგიც მოჰყვება. „ყველასთვის ცნობილია, რომ აშკარა კავშირი არსებობს გადაწყვეტილების მიმღებთა სოციალურ კუთვნილებასა და იმ ფაქტს შორის, თუ რა სახის ისტორიები შეირჩევა გადასაღებად.“ – ამბობს ის. როგორც წესი პროდიუსერები და გამომცემლები „ერთგვაროვან, საკმაოდ ვიწრო, ელიტურ სოციალურ წრეს“ მიეკუთვნებიან, ამიტომ ისინი შეიძლება ასევე ძალიან ვიწრო სტანდარტებით აფასებდნენ იმას თუ რა არის საინტერესო და არა. ამის დასტურად ობრაინაი ახალგაზრდებისა და ნაკლებად პრივილეგირებული სოციალური ჯგუფების მხრიდან BBC-სადმი ინტერესის კლებას იმოწმებს.

ამგვარი ვითარება ისეთი წარმატებული და სახელოვანი პირებისთვისაც კი წარმოშობს სახელოვნებო სფეროზე წვდომის პრობლემას, როგორიც ოსკარის მფლობელი და ამჟამად Apple TV-ის სერიალ „ნელი ცხენების“ ვარსკვლავი გარი ოლდმენია, ვინც სამხრეთ ლონდონელი მეზღვაურის შვილია.

ოლდმენს კარიერაში მხოლოდ ერთი ფილმი აქვს გადაღებული. თუმცა 1997 წელს გამოსულმა „Nil by Mouth“-მა არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ბრიტანული კინოაკადემიის(BAFTA) ორი პრიზი.

“ხალხი ხშირად მეკითხება, მეტ ფილმს რატომ აღარ იღებო. სინამდვილეში არაერთხელ მიცდია.“-უთხრა ოლდმენმა BFI-ს ოქტომბერში. „თუმცა კიდევ ერთი „Nil by Mouth“-ის ხილვა არ სურთ. პრობლემა ესაა. ურჩევნიათ „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ გადაიღონ.“

მდგომარეობის გამოსასწორებლად მწერალმა და ცხრა წიგნის ავტორმა ნატაშა კართიუმ გასულ წელს მუშათა კლასის მწერალთა ფესტივალი დააარსა.

„მუშათა კლასის ბევრი მწერალი ფიქრობს, რომ ხალხი მათ პირველივე გვერდიდან სტერეოტიპულად და წინასწარ ჩამოყალიბებული მცდარი აზრით შეხედავს, რაც რეალობას არ შეესაბამება.“ -ამბობს კართიუ. „ხალხს მართლაც სურს ნამდვილი, გულწრფელი ხმების მოსმენა. მთავარ პრობლემას მოგვიანებით ვაწყდებით, როცა გამომცემლობას ვეძებთ და მდიდარი მეგობრები არ აღმოგვაჩნდება ხოლმე, ვინც წიგნის გამოცემას ისურვებდა.“

„გამომცემლობებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუშათა კლასის ცხოვრების აღწერა და „სიღარიბის პორნოგრაფია“ სხვადასხვა რამაა.“ -დასძენს ის. „არსებობს ძალიან ბევრი ლამაზი, ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია, რომლებიც სავსეა მშვენიერებით, იუმირით, შეუპოვრობითა და ბეჯითი, მუხლჩაუხრელი შრომის ელემენტებით.“

კართიუ მუშათა კლასის მწერლების წინაშე არსებულ სხვა ისეთ დაბრკოლებებსაც ჩამოთვლის, როგორიცაა გარისკვის ფუფუნების არქონა და ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობა. მისი თქმით, ხშირად მწერლებს იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ საღამოს დასალევად გავიდნენ, რაც სანაცნობო წრის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდათ. მათ არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ლონდონში სტაჟირების პერიოდში დასარჩენი ადგილი იქირაონ.

„გამომცემლები ცდილობენ, რომ უფრო მეტი ავტორი მიიზიდონ.“ – ამბობს კართიუ. „თუმცა ისინი ამას ძალიან ნელა აკეთებენ. ისევე როგორც სხვა ყველა დარგში… მდგომარეობის ცვლილებას. მათ ბრჭყვიალა სიახლეები ურჩევნიათ.“

ტექსტის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

გაზიარება